ყველა

და ის, რომ დასავლეთი დაპირებულია საქართველოს ნატოში მიღებას ტყუილი კი არ არის, არამედ შესაძლებლობა და შანსი, რომლის გამოყენებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ და არა ფეხი-ფეხზე გადადებული ველოდოთ როდის მოიღებენ ჩვენზე მოწყალებას. ეს გულისხმობს პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას და გარკვეულ რისკებსაც.

პუბლიკა

თბილისის მერიამ აქტიურად დაიწყო დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების პროცესი. როგორც ამბობენ, ეს შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებით ნაკარნახევი საჭიროება იყო, თუმცა ამ დასაბუთების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. თბილისის მერიას ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში შეჩერებული მშენებლობის განახლებისას არ უმსჯელია მთელი რიგი ცენტრალური საკითხების შესახებ.

დავით ბუხრიკიძე

მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.

პუბლიკა

ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი - გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში, რომ განვაზოგადოთ, როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის.

ლიკა ზაკაშვილი

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მომზადებულ მიმართვაშიც მინისტრმა გაიმეორა, რომ „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა  და მეტიც - აღნიშნული პროექტით განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა.

ქრისტინე მუჯირი

გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.

85-დღიანი ბრძოლა მარიუპოლისთვის ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება და ჩნდება კითხვები, რა ბედი ეწევათ სამხედროებს? როგორ განვითარდება ახლა მოვლენები? აქვს თუ არა უკრაინას მარიუპოლის დაბრუნების შანსი? მარიუპოლის გარშემო გაჩენილ შეკითხვებს სამხედრო მიმომხილველი გიორგი კობერიძე პასუხობს.

ნათია ამირანაშვილი

2020 წლის 20 მარტი – ზესტაფონთან სატვირთო მატარებლის ვაგონში ხანძარი გაჩნდა. დაკვამლიანების შედეგად დაიღუპა მექანიკოსი – 37 წლის ზვიად რობაქიძე. მას მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, სალომე და ირაკლი დარჩა

თათია ხალიანი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დაიკითხა. პროცესს დაზარალებული თამთა თოდაძეც ესწრებოდა.

ქეთი გოგუაძე

„სიკვდილის შემდეგ დედას უნდოდა კრემაცია და ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა საზღვარგარეთ“ - საქართველოში კრემაციის სერვისის მიღება შეუძლებელია

58 წლის გოჩა შუკვანი 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში დაწყებულ ბრძოლას დღეს უკრაინაში აგრძელებს. „პუბლიკის“ მკითხველმა მისი სახელი პედაგოგ ნანა მგალობლიშვილის ნაამბობიდან გაიგო. როგორც მასწავლებელი „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ ვიდეოში იხსენებდა, 9 აპრილის ღამეს რუსი ჯარისკაცი ხელკეტით სცემდა, როდესაც მისთვის სრულიად უცნობი ბიჭი, გოჩა შუკვანი გადაეფარა და სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანა.

დავით ბუხრიკიძე

ჟან-პოლ ბელმონდო ღრმად მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. მისი უამრავი კინოროლი ახალგაზრდობის, ჯანყის, ავანტიურისა და სიკვდილთან თამაშის რიტუალს წააგავს. ან პირიქით, ნებისმიერი იდეალის მხიარულ და დაუნდობელ უარყოფას. მოქმედების აუცილებლობა და რაღაცნაირი, ცინიკური  რომანტიზმი მისი პერსონაჟების თანამდევი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა.