1 აშშ დოლარი 3.3012 ლარი, ხოლო 1 ევრო - 4.0156 ლარი გახდა | ეროვნული ბანკი

პუბლიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის 12 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.3012 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.3035 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0156 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 4.0428 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0272 შეადგინა.