10 წელია ტრანსგენდერი ადამიანები ითხოვენ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას | ღია ბარათი თეა წულუკიანს

პუბლიკა

„თანასწორობა 17“ იუსტიციის ყოფილ მინისტრს და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრს თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელია, რაც ტრანსგენდერი ადამიანები სასამართლოს გზით ითხოვენ პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის, მათი გენდერის შესაბამისად, შეცვლას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და პარლამენტი ამ პრობლემის მიმართ რჩება შეუვალი.

მინისტრები და პარლამენტარები თავს იკავებენ ჩვენ საზოგადოებაში არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებისაგან. შედეგად, მორალის სახელით, საქართველოში გრძელდება ყველაზე ერთ-ერთი უუფლებო სოციალური ჯგუფის ჩაგვრა. ტრანსგენდერი ქალები ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლნი.

ქალბატონ თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტზე მუშაობისას ძალიან მარტივად შეეძლო კანონვემდებარე აქტით დაერეგულირებინა ამ წერილში აღნიშნული პრობლემა, მაგრამ მან ეს არ მოისურვა. ამიტომ ტრანსგენდერი ადამიანები, საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშრისო დონეზე – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებენ,”- ნათქვამია წერილში.

აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ და ორგანიზაცია „თანასწორობა 17-მა“ ახალი სატირული პროექტი დაიწყო. ინიციატივის მიზანია, მოქალაქეებმა, აქტივისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა პარლამენტარებს ვირტუალურად გაუგზავნონ ღია ბარათები. პლატფორმა ღიაა და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, მისწერონ წერილი პარლამენტარებს და ისაუბრონ არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე.