103 წლის ასაკში კირკ დუგლასი გარდაიცვალა

პუბლიკა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კირკ დუგლასი 1916 წელს დაიბადა. მას კარიერის მანძილზე 80-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები.

კირკ დუგლასი ასევე ცნობილი მსახიობის, მაიკლ დუგლასის მამაა. სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ.