პრემიერს კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის „ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“, – წერია განცხადებაში.