12 მაისი | კორონავირუსის 1409 ახალი შემთხვევა, 27 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, აქედან – 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა. 

11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 304 935-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 744 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 149, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 54, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 149, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.