13 288 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 640 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, გარდაიცვალა 51 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%

18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა – 843, იმერეთი – 1 887, ქვემო ქართლი – 656, შიდა ქართლი – 799, გურია – 476, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 937, კახეთი – 803, მცხეთა-მთიანეთი – 341, სამცხე-ჯავახეთი – 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 91.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 309, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 086.

მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 139, იმერეთში – 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 37, იმერეთში – 26.