გამოდის, კონსტიტუცია დაურღვევია. გავერკვევით - კობახიძე პრეზიდენტის ვიზიტზე

პუბლიკა

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, მაგაში გავერკვევით… სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია, მაგას გავარკვევთ”, – ასეთი კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე.

პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებისას პარლამენტში განაცხადა, რომ მას 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა”, – თქვა ზურაბიშვილმა.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას;