19 აპრილს რიყეზე ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება - ჩარკვიანი

პუბლიკა

დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს რიყეზე ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება.

„დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის. 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება. ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან.

15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა.