ოპოზიციური პარტიის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან. როგორც ისინი ამბობენ, საორგანიზაციო შეხვედრაა და ძირითადად 15 მაისს დაგეგმილ აქციას შეეხება.

თუმცა, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, შესაძლებელია საუბარი იყოს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ირგვლივაც. მათი თქმით, პოზიცია უცვლელია და ახალი არჩევებისა და პოლიტპატიმრების თემა კვლავ მთავარი საკითხია ოპოზიციისთვის.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს. მოგვიანებით, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტიც გავრცელდა.

ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას.