2-წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია

პუბლიკა

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა. ის 2024 წლის მაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დააკავეს.

კუჭუაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მაშინდელმა მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


გიორგი კუჭუაშვილისთვის „დანაშაულებრივი ქმედება“ გამოიხატა იმაში, რომ მან ნახევრადცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმელის მიმართულებით, რომელიც თვალში მოხვდა იმ სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა.

„იმ ბოთლით იმაზე დიდ ზიანს ვერ მიიღებდა… ყველაზე უარესი შედეგი დადგა, რაც შეიძლება მომხდარიყო“, – აღნიშნა კუჭუაშვილმა პროცესზე.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სპეცრაზმელისთვის მიყენებული დაზიანება (მარცხელა ყვრიმალსა და გარდამავალ მარცხენა ქვედა ქუთუთოზე) მსუბუქი ხარისხის იყო და მას ჯანმრთელობის ზიანი არ გამოუწვევია.