20 წლის აზერბაიჯანელი ქალის მკველობაში ბრალდებული ბიძაშვილი თურქეთში დააკავეს

პუბლიკა

ფატიმა ქერიმოვას მკველობაში ბრალდებული ემინ ალიევი თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია Oxu ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აღჯაბედის რაიონში მცხოვრები ფატიმა ქერიმოვა შეყვარებულ ქენან ალიევთან ერთად საქართველოში გაიქცა. მოგვიანებით, ქენან ალიევმა ახალგაზრდა ქალის პასპორტი დახია და აზერბაიჯანში დაბრუნებაში ხელი შეუშალა, თავად კი დაბრუნდა. ფატიმა ქერიმოვამ დახმარება სთხოვა აზერბაიჯანში მყოფ ბიძაშვილს, ემინ ალიევს, რომელმაც ის დაახრჩო, შემდეგ კი საქართველოდან თურქეთში გაიქცა.

ფატიმა ქერიმოვას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გაავრცელა. მისი თქმით, მას რუსი ინფლუენსერი დაუკავშირდა და ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობის შესახებ აცნობა. პატარაიამ შემთხვევას „შემზარავი ფემიციდი“ უწოდა და განაცხადა, რომ „საფარი“ საქმის შესწავლასა და დაზარალებული ოჯახის ინტერესების დაცვაში ჩაერთვებოდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი ვარკეთილში, საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ 26 ივნისს იპოვა.