24 კვირის ორსული გამოჯანმრთელებული ეწერება კლინიკიდან - ლევან რატიანი

პუბლიკა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 24 კვირის ორსული გამოჯანმრთელდა.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 24 კვირის ორსულს პროტოკოლის შესაბამისად ორჯერადად ჩაუტარდა ტესტირება. „მივიღეთ უარყოფითი პასუხი. პაციენტი, ჯანმრთელი, COVID ინფექციის გარეშე, რამდენიმე საათში კლინიკიდან ეწერება”, – ამბობს რატიანი.

მისი თქმით, გადამოწმებულია ნაყოფის მდგომარეობა და ის შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირო

 

ბებს.

ამ დროისთვის კორონავირუსისგან საქართველოში 63 პაციენტია გამოჯანმრთელებული.