3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმასაც, რომ ე.წ. ბირჟაზე 5-6 არ უნდა დადგეს - მეზვრიშვილი

პუბლიკა

„ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს. „ამ წესიდან, ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.