31 დეკემბერი | კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი

პუბლიკა

დღეს, 31 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, გამოჯანმრთელდა –  1 282.

მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  13 030   კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  227 420-ს.

მთავრობის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 282  პირი. მათივე ცნობით, კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა.