ყაველაშვილი: „ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე“

პუბლიკა

საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა. გამოსვლის ბოლოს კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და შეიგინა.

„თქვენი საქციელი, რასაც აკეთებთ, ქვეყნის შიგნით როგორც იქცევით, რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ? ვერ ეღირსებით… ზუსტად იმ აზრზე ვარ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. სამარცხვინო საქციელი და თქვენი მავნებლობა გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. ეს ხართ? ამაში უნდა გენდოთ? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი…“ – თქვა ყაველაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილს პარტია „კანონის და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა უპასუხა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის გამოსვლა, რომელმაც ისე აგინა საკუთარ დედას, ისე აგინა, რომ გაოცებული ვარ მე ასეთი რამე არ მომისმენია. და მომაგონდა მამაჩემის ერთი ცნობილი ფუნაგორიაა, ძალიან ცუდ კაცს უთხრა – კიდევ გეტყვი, ბევრჯერ, ბევრჯერ, კიდევ გაგიმეორებ, მე შენ დედას ვერ გაგინებ შენსტანა რომ არ გაჩნდეს მეორე. იქ სხვა სიტყვა იყო, რომელსაც მე ვერ ვიტყვი, ვერ ვიკადრებ ახლა … ის მაინც ასაკში იყო და შეეძლო ეს ეთქვა…“, – თქვა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.