40-ზე მეტ ქვეყანაში სქართველოს 2 425 მოქალაქეს დავეხმარეთ - ზალკანიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი სიცრუეს უწოდებს შავ ბაზარზე ავიაბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან კარგად იცის, რომ ერთი პირის შეცვლა მეორეთი შეუძლებელია, რადგან ყველა ბილეთს აქვს სახელი და გვარი და ეს კარგად კონტროლდება.

ზალკანიანის განცხადებით, საქართველოში 5000-მდე საქართველოს მოქალაქე  დაბრუნდა სხვადასხვა ტრანსპორტით. მისი თქმით, პატარა ქვეყნისთვის ეს შთამბეჭდავი რაოდენობაა. მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 425 მოქალაქეს გაუწიეს შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა.

„დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და სხვა გადაუდებელი რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, – განაცხადა ზალკანიანმა.

მინისტრის განცხადებით, საზღვარგარეთ დიპლომატებს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ საკუთარი საქმიანობის განხორციელება და ბევრი შეურაცხყოფის, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოაქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას, იმ რესურსის ფარგლებში რა რესურსიც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს და რა რესურსიც არის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით გამოყოფილი.

მინისტრმა გაასაჯაროვა ქვეყნებისა და იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც საკონსულოები და დიპლომატიური მისიები ეხმარებიან:

„ავსტრიაში – თავშესაფრის გარეშე საქართველოს 22 მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლითა და საკვებით.

ბელორუსის რესპუბლიკაში – მატერიალური და ტექნიკური ხასიათის დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს.

ბულგარეთის რესპუბლიკაში – მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 217 მოქალაქეს.

გერმანიაში – მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს. ამას ემატება საქართველოს გენერალურ საკონსულოში მატერიალური და ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 30 მოქალაქეს.

საბერძნეთში – მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 181 მოქალაქეს. დამატებით ქალაქ სალონიკში მატერიალურ-ტექნიკური სახის დახმარება გაეწია 25 მოქალაქეს.

ესპანეთში – მთლიანობაში დახმარება გაეწია 54 მოქალაქეს.

ეგვიპტეში – დახმარება გავუწიეთ საქართველოს 13 მოქალაქეს, 12 სტუდენტი – დავაბრუნეთ.

იორდანიაში – დახმარება გავუწიეთ საქართველოს 18 მოქალაქეს.

იტალიაში – საქართველოს საელჩომ დახმარება გაუწია, მათ შორის საკვებით უზუნველყო საქართველოს 440 მოქალაქე.

ლიეტუვაში – 15 მოქალაქეს; მალაიზიაში – 5 მოქალაქეს.

ტრაბზონში – 183 მოქალაქეს გაეწია მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის დახმარება. ანკარასა და სტამბოლში მუდმივად უწევენ დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს, ავტობუსებით თანმიმდევრულად ხდება მოქალაქეების დაბრუნება. საელჩო სამედიცინო აღჭურვილობითაც ეხმარება.

ოდესაში – 10 მოქალაქეს დავეხმარეთ და 44 დავაბრუნეთ.

ჩეხეთი – 47 მოქალაქეს; შვეიცარიაში – 19-ს; ყაზახეთი – 3; უნგრეთი – 6; სომხეთი – 244; სლოვენია – 7; საფრანგეთი – 64; ნიდერლანდები – 45.

პოლონეთი – ტექნიკური სახის დახმარება გავუწიეთ 285 მოქალაქეს. 440 მოქალაქე დავაბუნეთ და ჩვენ კიდევ ვგეგმავთ ვარშავიდან სპეცრეისის განხორციელებას.

მექსიკასა და ყატარში – 6-6.

აშშ – დახმარება 30-მდე მოქალაქეს აღმოვუჩნეთ, იქ შექმნილია კრიზისების ცენტრი, მათ შორის ონლაინკონსულტაციებით ვეხმარებით.

აზერბაიჯანი – 20.

კანადასა და ბრაზილიაში 3-3 მოქალქეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, თუმცა მისივე თქმით, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რეისები კი იგეგმება ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა დაბრუნებულ მოქალაქეებს მომზადებული დახვდეს.