6 024 ინფიცირებული და 49 გარდაცვლილი - კორონავირუსის 3 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

stopcov.ge- ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 024 კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 1 148, ქვემო ქართლი – 417, შიდა ქართლი – 508, გურია – 183, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 553, მცხეთა-მთიანეთი – 124, სამცხე-ჯავახეთი – 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 465, PCR ტესტით – 21 826.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო 7 დღის – 9,46%

სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა, ბოლო 24 საათში  აცრილია – 3 868

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  33 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 546 პაციენტი,  კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 091 ადამიანი.