9 000-მდე საქმიდან ნახევარზე მეტი შვილს ალიმენტს არ უხდის - აღსრულების ბიურო

პუბლიკა

აღსრულების ეროვნული ბიუროში ამბობენ, რომ ამჟამად ბიუროში 9 000-მდე ალიმენტის საქმეა. ამ საქმეებიდან ნახევარზე მეტი კი საკუთარ შვილს ალიმენტს არ უხდის.

ამის შესახებ მონაცემი ბიურომ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

ალიმენტია, როდესაც ოჯახს მოშორებული პირი კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს (შვილებს, მშობლებს, მეუღლეს). მოვალის მიერ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით.


1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა.

„დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად“, – ამბობს სახალხო დამცველი.