გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. იმ მშობლებთან ერთად გამოკითხვაზეა. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
როგორც მედიასთან არასრულწლოვანის ბებია ამბობდა, მოზარდი დედასთან და ძმასთან ერთად გორში ერთ-ერთ ბანკში იმყოფებოდა. მოზარდი დედას და ძმას გარეთ ელოდებოდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ის აღარ უნახავთ.