დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის გასამართლებული პირია, იგი 2012 წელს, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ამნისტიით გაათავისუფლა პოლიტპატიმრის სტატუსით.
მაშინ ამავე სტატუსით ციხე 190-მა პატიმარმა დატოვა. სია საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.
ე.წ. „მუხროვანის ამბოხის” შესახებ 2009 წლის 5 მაისს გახდა ცნობილი. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოავლინეს რუსეთის მიერ მართული, ხელისუფლების დამხობის მცდელობა.