გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს

პუბლიკა

დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლემ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა და წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის გასამართლებული პირია, იგი  2012 წელს, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ამნისტიით გაათავისუფლა პოლიტპატიმრის სტატუსით.

მაშინ ამავე სტატუსით ციხე 190-მა პატიმარმა დატოვა. სია საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

ე.წ. „მუხროვანის ამბოხის”  შესახებ 2009 წლის 5 მაისს გახდა ცნობილი. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოავლინეს რუსეთის მიერ მართული, ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

LB loan image desktop LB loan image mobile