ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ – ელისაშვილი

ბასტი მგალობლიშვილი

„ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის „ბასტი-ბუბუ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინიციატივაზე.

„რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს. ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ. არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, – თქვა ელისაშვილმა.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ დედაქალაქის მთავრობას წარადგენენ.

„დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მოვიცავ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას. ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.