დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - BBC

პუბლიკა

ევროკავშირთან ერთად პუტინისა ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს დიდი ბრიტანეთიც. როგორც BBC წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინმა წამოიწყო რევანშისტული მისია, რომ შეცვალოს ცივი ომის შემდგომ არსებული რეალობა. როგორც ბორის ჯონსონის პრესსპიკერი ამბობს, ბრიტანეთის პრემიერმა მოუწოდა ევროპელ კოლეგებს, რუსეთი გამოთიშონ SWIFT-ის სისტემიდან, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პუტინსა და მის რეჟიმს.