მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა - ჯონსონის ვიდეომიმართვა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიმართვას ავრცელებს.

მან ვიდეოგანცხადებისას მიმართა უკრაინელ ხალხს და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინელი ძმების და დების გვერდით. მან ასევე მიმართა რუსებს.

„უკრაინელ ხალხს: სლავა უკრაინა! რუსებს: არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენს სახელზეა.

ეს კრიზისი, ეს ტრაგედია შეიძლება და უნდა დასრულდეს. მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა, “- ამბობს ბორის ჯონსონი მიმართვაში.