უკრაინა „წითელი ჯვარს“ მიმართავს ომის შედეგად დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადასვენებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხში მინისტრმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა.
„ვითხოვთ, რომ „წითელი ჯვარი“ დაგვეხმაროს რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთის ტერიტორიაზე გადასვენებაში“, – განაცხადა ვერეშუკმა. მისივე თქმით, საუბარია ათასობით გარდაცვლილ ოკუპანტზე და ეს ჰუმანიტარული ხასიათის საჭიროებაა.