თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში ხანძარია

პუბლიკა

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლის შენობაში ხანძარია. შენობის სამშენებლო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ იყო.

როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ძალებით მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ლიკალიზების სამუშაოები.

ახალ სპორტის სასახლეში 2022 წელს დაგეგმილია კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩები.  ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. თბილისის გარდა, ჯგუფური ეტაპის მატჩებს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ, ფინალური რაუნდი კი ბერლინში (გერმანია) ჩატარდება.