„ხარკოვში დაბომბვისას ოჯახი – ორი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ცოცხლად დაიწვა“, – ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.
„დღეს ძალიან მძიმე დღე გვქონდა. ხარკოვის საცხოვრებელი უბნების დღევანდელმა დაბომბვამ აჩვენა, რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, არამედ ეს არის ჩვენი მკვლელობა, უკრაინელი ხალხის განადგურება. ხარკოვმა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ პირველად განიცადა. ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს, კლავდა და ასახიჩრებდა მშვიდობიან მოქალაქეებს“, – თქვა მან.
მისი თქმით, მხოლოდ დღეს 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. იგორ ტერეხოვის თქმით, ოჯახი წყლის მოსამარაგებლად გამოვიდა ქუჩაში. ისინი მანქანაში ცოცხლად დაიწვნენ, 2 ზრდასრული და 3 ბავშვი.