„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უკრაინის სოლიდარობისთვის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა:
„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ჩვენ გვითხრა, რომ ეს შენობა, რომელიც ჩემ უკანაა, და რომელსაც უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ეს შენობა არის კრემლი. რეალურად, არის კრემლი.
ერთადერთი, რაც დარჩა, ამათმა რომ გააკეთონ, ელჩის გაწვევის გარდა, სირცხვილი რომ კიდევ ვჭამოთ, არის ის, რომ დაუთმონ საქართველოს ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის, რასაც აკეთებს ბელორუსი. ამის მეტი არაფერი არ დარჩა და თუ დაემუქრებიან კრემლიდან, ამის გამკეთებლებიც არიან. ხომ ვხედავთ, რომ ამის გამკეთებლებიც არიან.
ამიტომ, რადგან ეს შენობა არის კრემლი, ჩემი აზრით (კი, ჩვენ უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე), გამოსავალი არის ის, რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინი, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ. ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. არა პოლიტიკოსები, მე სი**ე მკიდია ყველა თანამდებობა, და ჩემ გარშემო ყველას. თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში, ეს შენობა არის თქვენი, და ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოთ დღეს.
რომ მორჩება გამოსვლები, ამ შენობის გარშემო არის უამრავი პოლიცია, არ დაიშალოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩემი თხოვნა იქნება, მიდით ამ ხალხთან, დაიწყეთ ლაპარაკი, ამ პოლიციელებს აუხსენით, სად დგანან, რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას სასწორზე. ეს არის, ჩემი აზრით, გამოსავალი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.