მომდევნო დღეებში განვიხილავთ უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ - მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის ესაუბრა. მისი თქმით, უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ მომდევნო დღეებში განიხილავენ.

„ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, რათა შეუმსუბუქოს ჰუმანიტარული ტანჯვა, რომელიც რუსულმა აგრესიამ გამოიწვია, და უზრუნველყოს ატომური უსაფრთხოების გარანტიები. ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ მომდევნო დღეებში განვიხილავთ უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ“, – წერს Twitter-ზე შარლ მიშელი.

შარლ მიშელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმდებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა.

შარლ მიშელთან საუბარი Twitter-ზე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმაც. მისი თქმით, საუბარი შეეხო უკაინის ევროკავშირში გაწევრებასაც

„რადგან უკაინა ამას იმსახურებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.


რუსეთთან ომის პირობებში უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 28 თებერვალს გააკეთა და ევროკავშირს  სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულად რეჟიმში სთხოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის.

1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების შეტანა, უკრაინის მიმართვის შემდეგ გადაწყვიტეს.