„ქართული ლეგიონი”: დავაკავეთ დივერსანტები, რომლებიც ქართველი ბიჭების ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობდნენ

პუბლიკა

უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონი“ აცხადებს, რომ დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები, რომლებსაც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ჰყავდათ მიზანში ამოღებული. „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში 2014 წელს ჩამოყალიბდა და მერვე წელია სამხედრო სწავლებასა და ბრძოლებშია ჩართული.

ის, ძირითადად, ქართველი, პროფესიონალი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული გუნდია. ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილია.