რუსებმა დნიპრორუდნის მერი გაიტაცეს - ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაცია

პუბლიკა

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ამჯერად დნიპრორუდის მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს.

„ომის დანაშაულები სისტემური ხდება“, – წერს სტარუხი.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. მის მაგივრად კი კრემლისადმი ლოიალური პირი წარადგინეს „მერად“.