უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები უკრაინის სისხლში ჩახშობის ფონზე საზღვარგარეთ დასვენების სეზონისთვის ემზადებიან. უწყება მოუწოდებს ქვეყნებს, რომ მათთვის შეიზღუდოს ტურისტული სერვისები და არ დაუშვან ასეთი ფარისევლობა.
„დასრულდეს რუსული ტურიზმი! კრემლის რუსული რეჟიმი სისხლში ახშობს უკრაინას, ამ დროს კი რუსები უმეცრულად, ჩვეულებრივ ემზადებიან საზღვარგარეთ დასვენების სეზონისთვის. ასეთი ფარისევლობა დაუშვებელი უნდა იყოს – დაუყოვნებლივ შეზღუდეთ ტურისტული სერვისები რუსებისთვის!“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.