რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს

პუბლიკა

უკრაინაში, სევეროდონეცკში რუსმა სამხედროებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი ავრცელებს.

„რუსი მხეცები თავს ისევ ბავშვებს დაესხნენ. ოკუპანტებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფრის მცხოვრებლები და თანაშრომლები უსაფრთხოდ არიან. აქ მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად ასობით დედა და ბავშვი აფარებს თავს. უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს“, – დაწერა მან.

ასევე, რუსეთის სამხედრო ძალებმა დაბომბეს ხარკოვის ბარაბაშოვოს ბაზარი, რომელიც 300 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. დაბომბვამ არაერთი ხანძარი გამოიწვია.