BBC-ის რუსულენოვანი სამსახური რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „კოსტრომაზე” დაყრდნობით რუსეთის 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკის ხუთი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.
მოკლულთა შორის არის საჰაერო-სადესანტო ძალების პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი სუხარიოვი. ტელერადიო კომპანიის ცნობით, პოლკოვნიკ სუხარევის გარდა, მოკლეს უფროსი სერჟანტი სერგეი ლებედევი, სერჟანტი ალექსანდრე ლიმონოვი, კაპრალი იური დეგტიარევი და კაპიტანი ალექსეი ნიკიტინი.
331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი სუხარევი, მონაწილეობდა როგორც ჩეჩნეთის, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დროს დადასტურდა მინიმუმ 11 რუსი მაღალი რანგის ოფიცრის დაღუპვა. 15 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა გამოაქვეყნა სია:
გენერალ-მაიორი მაგომედ ტუშაევი;
გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი;
გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი;
გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი;
გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი;
პოლკოვნიკი ანდრეი ზახაროვი;
პოლკოვნიკი სერგეი პოროხნია;
პოლკოვნიკი იგორ ნიკოლაევი;
-პოლკოვნიკი იური აგარკოვი;
ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი სოფრონოვი;
ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ ერმოლინი.
15 მარტს აზოვის პოლკმა, რომელიც მარიუპოლს იცავს, რუსი გენერალ-მაიორის, ოლეგ მიტიაევის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.