უკრაინაში შეჭრისთის ბელარუსის შეიარაღებული ძალების მომზადების ნიშნები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული გამოცემა UNIAN უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„დაფიქსირდა უკრაინის ტერიტორიაზე პირდაპირი შეჭრისთვის ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მომზადების ნიშნები. ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ძალები მზად არიან უპასუხონ ბელარუსის ჯარების უშუალო ჩართვას შეიარაღებულ აგრესიაში. ეს ალექსანდრ ლუკაშენკას საბედისწერო შეცდომა იქნება“, – ამბობენ თავდაცვის სამინისტროში.
გამოცემა ასევე გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის მხრიდან ვოლინის მიმართულებით შეტევის საფრთხე დიდია.