კიევში წუხელ სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა უკრაინის დედაქალაქ კიევში, პოდილსკის რაიონში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას.

CNN-ის ცნობით, გუშინ, გვიან ღამით კიევის პოდილსკის რაიონში რუსული  დაბომბვის შედეგად სავაჭრო ცენტრს და მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე 63 მეხანძრე მუშაობდა.

„მტრის სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი და  განადგურდა სავაჭრო ცენტრი, დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები“, – ნათქვამია გენერალურმა პროკურორმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გენერალური პროკურორი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.