სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის თქმით, მათ უკვე დაიწყეს შეფასების მომზადება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ეს საკითხი განიხილეს პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი და ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის განაცხადზე შეფასების მომზადება, ევროკავშირში გაწევრების ერთ-ერთი ეტაპია. ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების შემდეგ ევროკავშირის წევრებმა ერთხმად უნდა გადაწყვიტონ მისცენ თუ არა აპლიკანტ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.