რადას თავმჯდომარის მიერ ნახსენებ განცხადებაზე საქართველოდან ხელს გრიგოლ ვაშაძე აწერს

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. სტეფანჩუკის მიერ facebook-ში გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან განცხადებას ხელს გრიგოლ ვაშაძე აწერს.

„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, – წერს სტეფანჩუკი twitter-ზე.