გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ ლვოვში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ასევე, სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა აფეთქების შედეგად გაჩენილი შავი კვამლის ფოტოებს აქვეყნებს. ქალაქში ჩართულია საჰაერო თავდასხმის სირენა.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული ფაქტები, თუმცა მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ, სავარაუდოდ, რუსების სამხედრო ძალებმა ქალაქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. Nexta-ს ინფორმაციით, ჭურვი ლვოვში საცხოვრებელ კორპუსსაც მოხვდა.

ინფორმაციას აფეთქებების შესახებ ადასტურებს ლვოვის მერიც. ის Twitter-ზე წერს, რომ ხელისუფლება ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება სამხედრო ადმინისტრაციისგან. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დარჩნენ თავშესაფრებში.