ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.
საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 20:00 საათისთვის ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა – 51.3%-ია.