გაფრთხილება! ფოტოებზე ასახულია მძიმე კადრები
„რუსეთის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა მიზანმიმართული იყო“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება twitter-ზე წერს.
„რუსების მიზანია რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი. ჩვენ ახლავე მოვითხოვთ „დიდი შვიდეულისგან“ ახალ დამანგრეველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
- აკრძალეთ ნავთობის, გაზის, ნახშირის იმპორტის
- დახურეთ ყველა პორტი რუსული გემებისა და ტვირთისთვის
- გათიშეთ ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან.
Bucha massacre was deliberate. Russians aim to eliminate as many Ukrainians as they can. We must stop them and kick them out. I demand new devastating G7 sanctions NOW:
-Oil, gas, coal embargo
-Close all ports to Russian vessels and goods
-Disconnect all Russian banks from SWIFT pic.twitter.com/oZkCAETCQp— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 3, 2022
კიევის გათავისუფლებულ გარეუბანში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს. ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.