„ჩვენ, მთელ სამყაროსთან ერთად, შოკირებულნი ვართ კიევის მახლობლად, ქალაქ ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტით.
მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშაულს, ისევე, როგორც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს.
ჩვენ, 2022 წლის 4 აპრილს გამოვაცხადებთ გლოვის ეროვნულ დღეს უკრაინაში ბოლო 39 დღის განმავლობაში დაღუპული ყველა უდანაშაულო ადამიანის ხსოვნისადმი“, – წერს მაია სანდუ.