ასეთი დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან მიუღებელია - პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვაზე

პუბლიკა

„მარტივად რომ ვთქვა, ეს ტყუილია! ასეთი ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.