რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოფოძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
თავდაპირველად ინფორმაცია და ლევან გოფოძის კომენტარი „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. როგორც გამოცემასთან, თავად ამბობს, პირადი განცხადების საფუძელზე დატოვა თანამდებობა. მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტშიცაა ცვლილება და თანამდებობებს აღარ იკავებენ დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე და კლინიკის კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.
„იცვლება მთლიანად მენეჯმენტი – ასე გადაწყვიტა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა. მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ისინი თავისებურად ხედავენ განვითარებას და რაღაც ცვლილებები ხდება, თუმცა ჩემს შემთხვევაში ცვლილება უკავშირდება, უბრალოდ, ჩემს ჯანმრთელობას. გულისა და დიაბეტის პრობლემები მაქვს. ვრჩები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვიმუშავებ, როგორც ქირურგი. მეყოლება სტუდენტები. ჯერჯერობით, არაა ცნობილი, ვინ დაიკავებს თანამდებობებს“, – უთხრა ლევან გოფოძემ „ინტერპრესნიუსს“.
დამატებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად „პუბლიკა“ ცდილობს ლევან გოფოძესთან დაკაშირებას.