ლუდი „მილერი" უკვე საქართველოშია

მალე საქართველოში ამერიკული ლუდის პრემიუმ ბრენდის – MILLER-ის დაგემოვნებას შეძლებთ. კომპანიის კორპორაციული მმართველობის სისტემის, ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, მილერი „ზედაზენისლუდის პორტფელს შეემატა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია „Molson Coors”-ის ლუდის ბრენდის – „MILLER“-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა. ასეთი დონის ბიზნეს გარიგება, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ზედაზენისსაწარმო, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც საჭირო და აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებული „MILLER”-ი გაიყიდება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. 

ლუდის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ „MILLER”-ი მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგიაოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის. 

ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით“ – ამ დევიზის რეალობად ქცევისთვის, „MILLER” – ის ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სვიას, რომელიც სპეციალურად დამუშავებულია ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად და სპეციალიზებულ ალაოს, რომლითაც ქმნის მდიდარ ოქროსფერ სითხეს თითოეულ ბოთლში. 

მოგეხსენებათ, რომზედაზენიგამოირჩევა თავისი ნოვატორობით ლუდის ბაზარზე. პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა”  -აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.

ის გვიყვება, რომ თითქმის სამწლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტალური ხარშვების, საწარმოს აუდიტების და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით,  ლუდსახარშიზედაზენიარის ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის “Molson Coors”- ის პარტნიორი და „MILLER”-ის ლიცენზიანტი ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

„დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა“ – ამბობს კახაბერ კოტრიკაძე.