დიდი დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი კლინიკაში გარიდაცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადყოფოში.
1 სექტემბერს, დილით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ჩვილი.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.