ნობელის პრემია ლიტერატურაში ფრანგმა მწერალმა ანი ერნომ მიიღო „იმ გამბედაობისა და სიმახვილისთვის, როგორითაც გადმოსცემს თავის მეხსიერებაში ასახულ გაუცხოებას და კოლექტიურ შეზღუდვების“.
ანი ერნო საფრანგეთის ყოველდღიურობის შესახებ მხატვრულ ნაწარმოებებსა და დოკუმენტურ ნაშრომებს წერს. ის თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ანი ერნო იქნება მე-16 ფრანგი მწერალი, ვისაც ნობელის პრემია გადაეცა.
ანი ერნო 1940 წელს ნორმანდიაში, პატარა ქალაქ ივეტოში დაიბადა. სწავლობდა რუანისა და ბორდოს უნივერსიტეტებში, მიიღო ჯერ მასწავლებლის კვალიფიკაცია, შემდეგ კი ხარისხი ლიტერატურაში. მწერლობაში მისი დებიუტი 1974 წელს შედგა, პოპულარობა კი განსაკუთრებით მისმა მეოთხე წიგნმა La place-მა მოუტანა.