ჩეხეთი 25 ოქტომბრიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს დაკეტავს

პუბლიკა

ჩეხეთი 25 ოქტომბრიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს დაკეტავს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩვენი საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოდიან – ტურისტული, სპორტული ან კულტურული მიზნით, აეკრძალებათ შემოსვლა. ეს გავრცელდება მოქმედი შენგენის მფლობელებისთვის, რომელიც გაცემულია ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის მიერ.” – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.

„მაშინ როცა, უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ სამუშაოდ მიდიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ჩადის ჩეხეთში ყოველდღიურად საერთაშორისო აეროპორტის გავლით“,- განმარტავს ის.