72 წლის ასაკში გარდაიცვალა შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც „ჰარი პოტერის“ ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ მსახიობის სააგენტომ დაადასტურა.
ბაფტას ნომინანტმა კოლტრეინმა კარიერაში 100-ზე მეტი როლი შეასრულა ფილმებსა და ტელესერიალებში.
ბოლოს მსახიობი HBO Max-ზე 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ჰარი პოტერის საიუბილეო ეპიზოდში „დაბრუნება ჰოგვარდსში“, სადაც მან აღნიშნა: „მე აქ არ ვიქნები, სამწუხაროდ, მაგრამ ჰაგრიდი აქ იქნება“.